შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ყიდულობს საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს ჩრდილოეთ კორეისგან. ინფორმაციას დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაზვერვის ოფიციალური პირების აზრით, რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს ჩრდილოეთ კორეისგან სამხედრო ტექნიკის შეძენას, რადგან ომი გრძელდება.
"ის ფაქტი, რომ კრემლი იზოლურებულ სახელმწიფოს მიმართავს შეიარაღების შესაძენად, მეტყველებს იმაზე, რომ „რუსი სამხედროები კვლავ განიცდიან მიწოდების სერიოზულ დეფიციტს, ნაწილობრივ ექსპორტის კონტროლისა და სანქციების გამო", - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი Associated Press-თან.
ამავდროულად, New York Times-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ეს შესყიდვები აჩვენებს, რაოდენ დიდ ახდენს გავლენას სანქციები რუსეთის შესაძლებლობებზე.
ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა, რუსეთისა და სირიის გარდა, რომელმაც ივლისში დონეცკისა და ლუჰანსკის "დამოუკიდებლობა" აღიარა.
ჩრდილოეთ კორეის იარაღის ექსპორტი რუსეთში გაეროს რეზოლუციების დარღვევაა, რომელიც უკრძალავს ფხენინასნ სხვა ქვეყნებში იარაღის ექსპორტს ან იმპორტს.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანისგან შეიძინა უპილოტო საფრენი აპარატები.