დღეს, 6 სექტემბერს, პარლამენტში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება.
დღის წესრიგი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე განსაზღვრეს. კანონმდებლებს საკმაოდ აქტიური მუშობა მოუწევთ. დეპუტატების მთავარი ამოცანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და სამუშაო ჯგუფებში შეთანხმებული საკითხების სასესიო ფორმატში განხილვა და დამტკიცება იქნება.
დაგეგმილია რამდენიმე უწყების საქმიანობის ანგარიშის მოსმენაც.
პოლიტიკური განცხადებებისა და კანონპროექტების განხილვის შემდეგ, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოისმენს.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.