ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობით საბიუჯეტო მხარდაჭერის შესახებ.
დოკუმენტს ხელი მოეწერა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის ფარგლებში, რომელიც დღეს ბრიუსელში იმართება.
ასოცირების საბჭოს ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი დაესწრნენ, უკრაინის მხრიდან - პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.
"ევროკავშირის ეს საგრანტო დაფინანსება განკუთვნილია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში.