ოფიციალურად წინა კვირას გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც 10.3% შეადგინა ბოლო 7 თვის განმავლობაში. ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკურ ზრდაა მთელს მსოფლიოში, რადგან მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე ევროპაში, ეს პრობლემები გადაცემულია მთელს მსოფლიოზეც და ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ახერხებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, ფულადი გზავნილები, 46.8%-ით გაზრდილი და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბიზნეს სექტორში ბრუნვა გაიზარდა მნიშვნელოვნად, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არის გაზრდილი როგორც პირველ კვარტალში, ასევე მეორეში. ბიზნეს სექტორის ბრუნვა არის გაზრდილი 25%-ით იანვარ-ივნისში, რაც ძალიან მისასალმებელი მონაცემებია“, - აცხადებს პრემიერი.