შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო სატელევიზიო პრემია Emmy "გამორჩეული მთხრობელის" ნომინაციაში.
ბარაკ ობამამ გაახმოვანა Netflix-ის დოკუმენტური სერიალი "ჩვენი დიადი ეროვნული პარკები".
სერიალის შექმნაში მონაწილოება მიიღო პროდიუსერულმა კომპანიამ Higher Ground Productions-მა, რომელიც ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ, მიშელ ობამამ 2018 წელს დაარსეს.
"ჩვენი დიადი ეროვნული პარკები" არის ხუთეპიზოდიანი სერიალი, გადაღებული ჩილეში, კენიაში, შეერთებულ შტატებსა და ინდონეზიაში.
ბარაკ ობამასთან ერთად "გამორჩეული მთხრობელის" ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ტელეჟურნალისტი დევიდ ეტენბორო, მსახიობ ლუპიტა ნიონგო, ყოფილი კალათბურთელი კარიმ აბდულ-ჯაბარი და კომიკოსი უოლტერ კამაუ-ბელი. ამავე დროს, ბარაკ ობამა გახდა ამერიკის მეორე პრეზიდენტი, რომელმაც Emmy მიიღო. 1956 წელს სპეციალური ჯილდო გადაეცა აშშ-ს პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს.
მანამდე, ბარაკ ობამა გახდა Grammy-ს მფლობელი თავისი მემუარების აუდიოწიგნების გახმონავებისთვის.