საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დიალოგს რუსეთთან, უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე.
მაკრონის მტკიცებით, მოსკოვთან საუბარი აუცილებელია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით და იმისთვის, რომ "საბოლოო ჯამში, ხელი შეეწყოს მოლაპარაკებების მშვიდობის პირობების დადგენას".
"საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას. ვის უნდა, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი ძალა მსოფლიოში, რომელიც აგრძელებს რუსეთთან საუბარს?", - თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე თქვა, რომ პარიზი გააგრძელებს კიევის გრძელვადიან მხარდაჭერას ეკონომიკუი, სამხედრო და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგრამ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ევროპის ერთიანობის უზრუნველყოფა რუსეთის წინაშე.
"ევროპის ერთიანობა საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგან დაყოფა რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანია", - დასძინა მან
წარსულში უკრაინამ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მაკრონი არაერთხელ გააკრიტიკეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან არაერთი სატელეფონო საუბრის გამო.