უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს მოუწოდა ევროკავშირს აკრძალოს ყველა რუსული სახელმწიფო ტელეარხი და "პროპაგანდისტი", რაშიც სავარაუდოდ, გულისხმობდა რუსეთის სახელმწიფო მედიის თანამშრომლებსაც.
ამ მოწოდებით, ზელენსკი პრაღაში მიმდინარე Forum 2000-ზე ვიდეო გამოსვლისას განაცხადა.
"არცერთი რუსი პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არცერთ რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებას არ უნდა მიეცეს უფლება გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამ დროისთვის, ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალულია რუსული პროპაგანდისტული არხების - "რაშა თუდეის", "სპუტნიკის", "რასია 24"-ის, "ტვცენტრ ინტერნეშენელისა" და "რტრ პლანეტა"-ს ტრანსლირება.