უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა და არა 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება.
"24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, სადაც შესაძლებელია სამხედრო გზით, სადაც შესაძლებელია დიპლომატიური საშუალებით. შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი - ეს იქნება ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, აგრესიის ჩამდენთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა...
მჯერა, დადგება დღე, როდესაც რუსეთის რომელიმე ლიდერი, ვინც უნდა იყოს ის, ჩამოვა უკრაინაში, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალთან მუხლებზე დაიჩოქებს და ბოდიშს მოიხდის ამ ბოროტებისთვის – ეს უკვე უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება", - თქვა კულებამ.