ერაყის დედაქალაქ ბაღდადში საპროტესტო ტალღა მძვინვარებს.
საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა გავლენიანმა შიიტმა სასულიერო პირმა, მუყტადა ალ-სადრიმ.
მუყტადა ალ-სადრის ასეულობით მომხრე შეიჭრა სამთავრობო დაწესებულებებში, რომლებიც ბაღდადის ყველაზე დაცულ, "მწვანე ზონაში" მდებარეობს.
ალ-სადრის მომხრეები ირანის მიერ მხარდაჭერილ, მეტოქე შიიტური ჯგუფის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ერაყის უსაფრთხოების ძალები დაპირისპირებულ მხარეთა დაშოშმინებას ცეცხლსასროლი იარაღისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ეცადა.
მასობრივი არეულობის შედეგად, ბაღდადში სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. საპროტესტო გამოსვლები იყო სხვა ქალაქებშიც.
ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. თუმცა საპროტესტო აქციები გაგრძელდა როგორც ბაღდადში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში.