უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ქალაქ ხერსონიდან არც თუ ისე შორს სამხრეთის მიმართულებით ოთხი სოფელი გაათავისუფლეს. იტყობინება ტელეარხი CNN.
"ოპერაცია ღამით დაიწყო რუსული პოზიციებისა და ზურგის მასიური დაბომბვით", - ციტირბეს CNN-ი წყაროს უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან.
CNN-ის ცნობით, შეტევის ძირითადი მიმართულება პრავდინოზე იყო.
"ახლა ოთხი სოფელი გავათავისუფლეთ. რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გარღვეულია", - განაცხადა წყარომ.
წყაროს ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.
მისივე თქმით, ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სამიზნე ხერსონია.
წყაროს თქმით, ბევრი ოკუპანტი ლიკვიდირებულია, ბევრიც ტყვედ აიყვანეს. განადგურდა უამრავი სამხედრო ტექნიკა.
მანამდე გავრცელდა ცნობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონში რუსეთის თავდაცვის ხაზი გარღვევის თაობაზე.