რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის გამო, უკვე გარბიან ოკუპირებული პოზიციებიდან ხერსონის ოლქიში, - უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი "კახოვკა" იტყობინება.
ამავდროულად, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველი, სერგი ხლანი იტყობინება, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
საუბარი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109–ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ხოლო რუსი მედესანტეები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.
გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ოკუპანტი ჩივის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი და რუსულ პოზიციებს ტანკებით, არტილერიითა და ავიაციით ბომბავენ.
"ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. დიდმა და საშინელმა HIMARS-მა გაანადგურა თითქმის ყველა დიდი ხიდი (ანტონოვსკის რკინიგზა, გზა და ნოვოკახოვკა). დარჩა მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები. რუსეთის არმია მოწყვეტილია იარაღის მიწოდების არხებს ყირიმის ტერიტორიიდან. უკრაინისთვის ეს ტერიტორიების დაბრუნების ბრწყინვალე შანსია", - აცხადებენ ოპერატიულ ჯგუფ "კახოვკაში".
ხერსონთან დაკავშირებით, მცირე პოსტი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმაც.
"წინ ჩვენი ხერსონია", - წერს ერმაკი.