"ხელისუფლება, რომელსაც 10 წელია ერთი ვერტმფრენი ვერ უყიდია, ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის, ან ვისი მხარდამჭერი ხარ, ცხოვრობ ქვეყანაში, სახელმწიფოში, რომელიც 10 წელია ლაპარაკობს ვერტმფრენის ყიდვაზე და ვერ უყიდია, შეუძლებელია არ დაგეუფლოს უსუსურობის, არასრულფასოვნების განცდა, პესიმიზმი.
ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა და სახელმწიფოს 10 წელიწადია 1 ცალი ვერტმფრენი ვერ გვიყიდია.
ხელისუფლება, რომელსაც 10 წელია ერთი ვერტმფრენი ვერ უყიდია, ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს - მაგრამ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი!", - წერს მელია.