უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე იაროსლავ სპოდარი. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.
განკარგულებას ხელი 2022 წლის 26 აგვისტოს მოეწერა.
გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია.
"გათავისუფლდეს სპოდარ იაროსლავ ბოგდანის ძე უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან", - ნათქვამია დოკუმენტში.
სპოდარმა 2014 წლის მაისში დაიკავა უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის თანამდებობა.