აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქოს კონტროლქვეშ დაბრუნდა ქალაქი ლაჩინი, რომელიც მთიან ყარაბაღში მდებარეობს.
"დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინშია განლაგებული, სოფლები ზაბუხი და სუსი კონტროლს ექვემდებარებიან. ვულოცავ ლაჩინელებს და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს", - დაწერა ალიევმა "ტვიტერში".
ქალაქი ლაჩინი 1992 წლიდან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
ლაჩინის დერეფანი იყო ერთადერი დამაკავშირებელი გზა სომხეთსა და არაღიარებულ მთიან ყარაბაღის რესპუბლიკას შორის. დერეფანს რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ.
აგვისტოს დასაწყისში, ყარაბაღში ვითარების გამწვავების ფონზე, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ბაქო ყარაბაღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გაადგილების ორგანიზებას მოითხოვდა.
ახალი დამაკავშირებლი გზის ამოქმედება სექტემბრის პირველი კვირიდან იგეგმება. მანამდე სტეფანაკერტ-ბენძორი-გორისის ავტომაგისტრალი იმოქმედებს.