რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთის "განზრახ ანელებს უკრაინაში შეტევის ტემპს", რომ მშვიდობიან მოსახლეობაში ნაკლები მსხვერპლი იყოს.
მისივე მტკიცებით, მოსკოვი მკაცრად იცავს ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.
"სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება, რათა თავიდან იქნას არიდებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ", - განაცხადა შოიგუმ.
უკრაინის ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად, მუდმივად იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება და მიწასთან სწორდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.