საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!", - წერს ღარიბაშვილი.