ბოლო 3 დღის განმავლობაში, სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობასა და მეწყერს, რაც მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია ინდოეთის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით.
უტარაქჰანდის შტატში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 დაკარგულად ითვლება.
ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯარხანდის შტატში მდინარე ნალკარი ადიდდა და 5 ადამიანი დაიღუპა, მათგან ოთხის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს. მეზობელ შტატ ოდიშაში ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ოდიშას შტატში უამინდობამ 800 000 ადამიანი დააზარალა. წყალდიდობამ წალეკა გზები და ხიდები, ათეულ ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ინდოეთის ჩრდილოეთით, ჰიმჩალ-პრადეშის შტატში მეწყერმა და წყალდიდობამ 36 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.