უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბა ხერსონის ოლქში მდებარე ჩერნობაევკას აეროდრომო, რომელსაც რუსი ოკუპანტები აკონტროლებდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აეროდრომზე სულ მცირე სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს კვამლის უზარმაზარი სვეტი, რომელიც აეროდრომის ტერიტორიიდან ამოდის.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობაევკას სამხედრო აეროდრომს სამეთაურო პუნქტად და ვერტმფრენების განსალაგებელ ცენტრად იყენებდა.
უკრაინელები ბოლო რამდენიმე კვირაა, ოკუპირებული ხერსონის ოლქის გათავისუფლებას ცდილობენ.