თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაზიანთეფ-ნიზიფის ავტომაგისტრალზე ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 22 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა გზატკეცილზე გაჩერებულ სასწრაფო დახმარების მანქანას, სახანძო მანქანასა და ახალი ამბების სააგენტო IHA-ს მანქანას, რომელიც ადგილზე სხვა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო იმყოფებოდნენ.
გუბერნატორის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ 16 მოქალაქეს შორის არიან 3 მეხანძრე, 2 სამედიცინო მუშაკი და 2 ჟურნალისტი.
ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებული ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.