კვიპროსი და საბერძნეთი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში ვიზიტის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას. იტყობინება Politico.
"ეს იქნება არასწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გვჯერა ხალხთა შორის კონტაქტების და თურქეთის მოქალაქეებისთვისაც კი გასცემს ვიზებს კვიპროსის ხელისუფლება. ამიტომაც, არ გვჯერა, რომ ეს ღონისძიება რუსების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა კორნელიოს კორნელიუმ.
კვიპროსი, სადაც მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი დიასპორა ცხოვრობს, მხარს უჭერს ბერლინის მსგავს პოზიციას, რომელიც კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააჟღერა. ბერლინში რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სანქციების დაწესება გამართლებულად არ მიაჩნიათ.
საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ათენი არ განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სტატუსის შეცვლას.
ჩრდილოეთ საბერძნეთი რუსი ტურისტების საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს 31 აგვისტოს პრაღაში განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვენ ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია და ლიეტუვა.