ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში მომხდარ ძლიერ აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა.
ქაბულის პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავდა 33 ადამიანი.
აფეთქება მეჩეთში 17 აგვისტოს, საღამოს ლოცვის დროს მოხდა. იუწყებიან, რომ დაღუპულთა შორის მეჩეთის იმამიცაა.
ამ დროისთვის, უცნობია ვინ არის აფეთქებაზე პასუხისმგებელი.
BBC-ი თვითმხილველების მონათხრობზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, ახლომდებარე შენობების ფანჯრები დაამსხვრია.
დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. მსხვერპლისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.