ფინეთი 1-ლი სექტემბრიდან რუსებზე გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობას 10-ჯერ შეამცირებს. ამის შესახებ ფინური მედია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰავისტოზე დაყრდნობით იუწყება.
ფინეთის ეროვნული მაუწყებლის Yle-ის ცნობით, ახლა ფინეთი ყოველდღიურად იღებს 1000-მდე განცხადებას რუსებისგან ვიზაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრიდან მათი რიცხვი დღეში 100-200 განაცხადამდე შემცირდება.
ჰაავისტოს ცნობით, სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომელის მიხედვითაც, ვიზის გაცემისას პრიორიტეტი მიენიჭებათ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ფინეთში ვიზიტი ოჯახური მიზეზების გამო, სწავლა ან სამუშაო.
"ბოლო ხანებში შესამჩნევად გაიზარდა ტურისტების ნაკადი რუსეთიდან, მაშინ როდესაც, ძალისხმევას არ ვიშურებთ დავეხმაროთ უკრაინიდან ლტოლვილებს. მიუღებელია, რომ ფინეთის რუსებისთვის სატრანზიტო პუნქტად იქცა ევროპაში", - ციტირებს ჰაავისტოს სიტყვებს მედია.
ამასთან, მისივე თქმით, ფინეთი მხარს უჭერს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერებას. ასეთ შემთხვევაში, ვიზის აღების ღირებულება 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება.
ამავდროულად, მინისტრის განცხადებით, არ არის გამორიცხული რუსეთის აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის შემუშავდეს სპეციალური ჰუმანიტარული ვიზები, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია.
ამჟამად საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი არიან შენგენის ვიზის უმსხვილესი გამცემები, რომელთა ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე.