რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერლა უკრაინას შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი, ანტონ ლისტოპადი. პილოტის გარდაცვალების შესახებ ცნობას ავრცელებს ივანო-ფრანკოვსკის ტექნიკური ლიცეუმი, სადაც ლისტოპადი სწავლობდა.
"ანტონი უმაღლესი კლასის სამხედრო მფრინავი გახდა. მილიონობით უკრაინელი აღტაცებითა და სიამაყით ადევნებდა თვალს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, საავიაციო კოლონის ფრენას, რომელსაც ჩვენი ანტონი მეთაურობდა", - ნათქვამია ლიცეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მფრინავის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურა უკრაინის ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე ვოლოდიმირ ვერკალეცმა.
ანტონ ლისტოპადმა დაამთავრა ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტი. 2019 წელს ის უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად იქნა აღიარებული.
ივნისში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლისტოპადი სიმამაცის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. პილოტს აგვისტოს დასაწყისში, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაჯილდოვდა.