14 აგვისტოს, ისრაელის არმიამ სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების სერია განახორციელა. იტყობინება Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ისრაელმა რამდენიმე დარტყმა მიაყენა ირანის სამხედრო ბაზას, სარადარო სადგურსა და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის მომსახურე პუნქტს, რომელიც პორტ ტარტუსის სიახლოვესაა განლაგებული. ამ პორტში მდებარეობს სირიაში რუსეთის საზღვაო ძალების მთავარი ბაზა.
გარდა ამისა, ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, სადაც განლაგებულნი არიან პროირანული რადიკალური დაჯგუფების "ჰეზბოლას" მებრძლები.
სირიის არმიაში განაცხადეს, რომ დარტყმების შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე და დიჭრა ასევე სამი ჯარისკაცი.
ბოლო წლების განმავლობაში, ისრალემა ასობით დარტყმა განახორციელა სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომლებიც მისი აზრით, ირანთან არის დაკავშირებული. თუმცა სააგენტო Reuters-ი შენიშნავს, რომ ისრაელი ამ დრომდე თავს არიდებდა სირიაში რუსეთის მთავარი სამხედრო ბაზების სიახლოვეს სარაკეტო იერიშებს.