ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებიც ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარ აფეთქებას ასახავს.
კადრებში თავდაპირველად კვამლი ჩანს, მოგვიანებით კი ძლიერი აფეთქების ხმა ისმის.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საბითუმო სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საბითუმო ბაზრის საწყობში ფოიერვერკები აფეთქდა.
წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.