ლატვიის სეიმმა (პარლამენტი) მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
ამავდროულად, რეზოლუციით რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებები ტერორიზმად არის შეფასებული.
"სასტიკი, ამორალური და უკანონო. ომის საშუალებით პოლიტიკური მიზნების მიღწევით, რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დემორალიზებას და უკრაინული სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის პარალიზებას. ანუ რუსეთი ახორციელებს ამ ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსმა.
ამასთან, ლატვიის პარლამენტმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გადადგად იგივე ნაბიჯი და რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.
ლატვიის პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა და იმოქმედონ რუსეთის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან იზოლირების მიმართულებით.