შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. იტყობინება პენტაგონის პრესსამსახური.
პენტაგონის ინფორმაციით, ეს იქნება რაკეტების, საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის ყველაზე დიდი პაკეტი, რაც აქამდე უკრაინას მიუღია.
სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს: დამატებითი საბრძოლო მასალას სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS); 155 მმ კალიბრის 75 ათას საარტილერიო ჭურვს; 120 მმ კალიბრის 20 ნაღმტყორცნ სისტემასა და მათთვის 20 ათასი ჭურვს; საბრძოლო მასალებს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის; ათას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-სა და ასობით ტანკსაწინააღმდეგო სისტემა AT4-ს.
ასევე, 50 ჯავშანტექნიკას, Claymore-ის ქვეითთა საბრძოლო საბრძოლო მასალას, C-4 ასაფეთქებელი ნივთიერებებს, ფეთქებად საბრძოლო მასალებსა და ასაფეთქებელ აღჭურვილობას, სამედიცინო საშუალებებს, მათ შორის პირველადი დახმარების ნაკრებს, სახვევებს, მონიტორებსა და სხვა აღჭურვილობას.
ამრიგად, აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ 9,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უკრაინას საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.