თუ დიდ ქვეყანას პატარა ქვეყნის დაშინების უფლებას მივცემთ, ეს სეზონს მთელ მსოფლიოში გახსნის - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე ეწვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას.
"თუ დიდ ქვეყანას პატარა ქვეყნის დაშინებისა და მისი ტერიტორიების დაკავების უფლებას მივცემთ, მაშინ ეს სეზონს გახსნის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში". - თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-მა მნიშვნელოვნად ჩათვალა წინ აღდგომოდა რუსეთს, რადგან მისი აგრესია უკრაინაში არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის აგრესია მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ არის აგრესია საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპების წინააღმდეგ.