კუბის ნავთობსაცავში, რომელიც ქალაქ მატანზასში მდებარეობს, მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.
ხანძარი 6 აგვისტოს დილით, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.
ნავთობსაცავში განთავსებულია 8 გიგანტური ტანკერი, რომელშიც ინახება ტანკერი. ამ ნავთობს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებენ.
მეხი თავდაპირველად ერთ ავზს დაეცა, მაგრამ ხანძარი მოგვიანებით მეორეზეც გავრცელდა.
კუბა "მეგობარ ქვეყნებს" ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას სთხოვს.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ათეულობით მეხანძრე, ასევე კუბის საჰაერო ძალების ქვედანაყოფები.
ხანძრის შედეგად დაშავდა 121 ადამიანი, ერთი გარდაიცვალა. 17 მეხანძრე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ცეცხლის გავრცელების შეჩერებას ცდილობდა, დაკარგულად ითვლება.