ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მე-14 წლისთავს ეხმიანება.
"14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ ამას. ევროპარლამენტი მტკიცედ ემხრობა საქართველოს მოთხოვნას, შეწყდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა", - წერს მარინა კალიურანდი "ტვიტერში".
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა. ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.