ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მე-14 წლისთავის ეხმიანება.
"ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას და საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოვხატავთ. ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა", - წერია განცხადებაში.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა. ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.