თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი სოჭში მოლაპარაკებებს მართავენ.
"მჯერა, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ახალ გვერდს გახსნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საუბარია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ენერგეტიკული თანამშრომლობა, მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით, ტურიზმი და რეგიონული საკითხები.
თავის მხრივ, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებდა თურქულ მხარესთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ მემორანდუმს მოაწეროს ხელი, იმ შეთანხმებების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის დელეგაციამ თურქეთში მუშაობისას მიაღწია.
ამასთან, პუტინმა, მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ვითარების „პაკეტური გადაწყვეტისთვის“, რაც მიღწეული იქნა რუსეთისა და უკრაინის მიერ სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებებით.
პუტინმა მან ასევე განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები თურქეთის მადლიერი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მილსადენი "თურქული ნაკადი", ევროპისთვის გაზის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, შეუფერხებლად მუშაობს.
ამავდროულად, ორი ქვეყნის ლიდერი განიხილავს თურქეთში ატომური ელექსტროსადგურის მშენებლობის დასრულების პროექტს.