"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორს, ეკა გიგაურს "პირდაპირი მოწოდება ჰქონდა ომისკენ".
ირაკლი კობახიძე ამ განცხადებით გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დღეს გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება.
"გიგაურს რაც შეეხება, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც განაცხადა შემდეგი: რუსეთი ყველგან ვერ იომებს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა. ეს იყო გიგაური და ასეთ დროს თითის გაშვერა სხვებისკენ არის უბრალოდ წარმოუდგენელი. პირდაპირი მოწოდება ჰქონდა მას ომისკენ. რას ემსახურება ეს ადამიანი ყველა ძალიან კარგად ხედავს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა გაემიჯნოს გიგაურის ნებისმიერ განცხადებას", - თქვა კობახიძემ.