შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა.
ბლინკენის თქმით, აშშ აკრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერასა და თანადგომას.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ახალი პაკეტი მოიცავს 75 ათას, 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვს და დამატებითი საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS).
პენტაგონის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება 8.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის და განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევს გამარჯვებასთან აახლოებს.
"მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ესმის, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენ ერთად ვდგავართ იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც საერთოა აშშ-ისა და უკრაინისთვის. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს", - წერს ზელენსკი "ტვიტერში".