ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს კლინიკაში, ბრიტანელი პედიატრიული ქირურგის, ნურ ულ ჯეელანის მეთაურობით, ერთმანეთთან თავით შეზრდილი ტყუპები, რომელთაც საერთო ტვინი ჰქონდათ, წარმატებით გააცალკევეს.
სამი წლის ბიჭებს, ბერნარდოს დ არტურს ჯამში 7 ოპერაცია ჩაუტარდათ, მათგან ბოლო ორი ოპერაცია 33 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ოპერაციაში 100 სამედიცინო პერსონალი იყო ჩართული.
ქირურგები თვეების განმავლობაში, ვირტუალური რეალობის გამოყენებით, იკვლევდნენ ოპერაციის ტექნიკებს, ვიდრე რეალურ პროცედურას დაიწყებდნენ.
ქირურგების გუნდს ხელმძღვანელობდნენ ბრიტანელი ქირურგი ნუ ულ ჯეელანი და რიო-დე-ჟანეიროს კლინიკის პედიატრიული ქირურგიის განყოფილების უფროსი გაბრიელ მუფარეჯი.

ოპერაცია დააფინანსა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Gemini Untwined, რომელიც ქირურგ ჯეელანის დაფუძნებულია და აგროვებს სახსრებს, რათა ერთმანეთთან შეზრდილი ტყუპების განცალკავება უზრუნველყოს.
"ჩვენ არა მხოლოდ უზუნველვყვაით ბიჭებისთვის და მათი ოჯახისთვის ახალი მომავალი, არამედ აღვჭურვეთ ადგილობრივი სამედიცინო გუნდი შესაძლებლობებითა და თავდაჯერებულობით, რომ მომავალშიც კვლავ წარმატებით განახორციელონ ასეთი რთული სამუშაოები", - თქვა ქირურგმა ჯეელანმა.
გავრცელებული ცნობით, ტყუპები ოპერაციამდე ორწელიწადნახევრის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდნენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ექვსთვიან რეაბილიტაციას კლინიკაში გაივლიან.