ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აქცია "სპილო ოთახში" გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცახდეს, "სპილო ოთახში" - აქციის მიზანია ჩვენს ქუჩებში, ჩვენს სახლებში, ჩვენს გარშემო არსებული ძალადობის აღმოჩენა.
აქცია 7 დეკემბერს დილით დაიწყება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფისში.
20 ახალგარზდა, მას შემდეგ, რაც მიიღებს გარკვეულ ინსტრუქციას ცენტრის წარმომადგენლებისაგან, თბილისის ქუჩებში დავალების შესასრულებლად გაემართება.
ისინი იმუშავებენ სხვადასხვა თემებზე, რომელიც წინასწარ არ არის ცნობილი და უკავშირდება მილიტარისმისა და გენდერული ძალადობის საკითხებს.
მათ ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟების, ასევე ჩანახატების შექმნა მოუწევთ დღის განმავლობაში, საღამოს კი, ცენტრში დაბრუნებულები, თავიან ნამუშევარს გამოფენენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.
სპეციალური ჟიური შეაფასებს ნამუშევრებს და გამოავლენს ერთ საუკეთესოს, რომლის ავტორი ჯგუფი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება.
აქცია გაიმართება 7 დეკემბერს დილის ათი საათიდან, დაჯილდოვება კი, საღამოს 6 საათზე კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფისში მაჩაბლის ქ.5.
აქცია `სპილო Oოთახში~ ხორციელდება ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.