ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ. ბევრი რამ გახდა ცხადი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბორჯომში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
„თავზემოთ ძალა იპოვეს რიგმა ადამიანებმა, რომ დრო დაეთმოთ ბიძინა ივანიშვილის ფულზე საუბრისათვის, მის სანქცირებაზე ზრუნვისათვის და ამას მიუძღვნეს არა თუ განცხადებები - კამპანიები. წარმოიდგინეთ, რა ძალასთან გვქონდა საქმე, რომ ამას მიეძღვნა რეზოლუცია, რომელსაც 308 დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ამას მიეძღვნა ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, Credit Suisse-ის გადაწყვეტილებები, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე, მის ფულზე ეფიქრათ, ამ ფულის გაჩერებაზე ეზრუნათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.