კრემლი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინის მთლიანად "გათავისუფლება" "ნეონაცისტური განწყობებისგან". აცხადებს სააგენტო "ტას"-ის ცნობით, კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.
პესკოვი ამ განცხადებით გამოეხმაურა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სეპარატისტი მეთაურის დენის პუშლინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "დროა, უკრაინაში გათავისუფლდნენ რუსების მიერ დაარსებული რუსული ქალაქები".
"კრემლი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ ზოგადად აუცილებელია, უკრაინის გათავისუფლება ნეონაცისტური განწყობის ნემიბისმიერი სახის გამოვლინებისგან. სპეციალური სამხედრო ოპერაცია აუცილებელია დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების ხალხების დასაცავად", - თქვა პესკოვმა.
მანამდე, პუშლინმა განაცხადა, რომ "28 ივლისს 78 წელი გავიდა საბჭოთა ჯარების მიერ ბრესტის გათავისუფლებიდან" და ქალაქს რუსი ჯარისკაცების გამბედაობისა და წინააღმდეგობის მოდელი უწოდა.
პუშლინის თქმით, "დღეს დადგა დრო, კვლავ გავათავისუფლოთ რუსი ხალხის მიერ დაარსებული რუსული ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, პოლტავა, ოდესა, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, ლუცკი".