დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი გამოაცხადა.
ლონდონის გადაწყვეტილებით, პერსონალური სანქციები დაუწესდა 42 პირს.
პერსონალური სანქციები, რომელიც მოიცავს აქტივების გაყინვასა და ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, დაუწესდა რუსეთის რეგიონების გუბერნატორებს. კერძოდ, ლიპეცკის, ვლადიმირის, სამარის, ვოლგოგრადის, ბრიანსკის, სარატოვის, ლენინგრადის, მოსკოვის, ტამბოვის, ნოვოსიბირსკის, კურსკის, ტიუმენის, ნიჟნი ნოვგოროდის, სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის ოლქების, იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის, კომის, იაკუტიისა და ჩუვაშიის რესპუბლიკების მეთაურებს.
პერსონალური სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის იუსიტიციის მინისტრს კონსტანტინ ჩუიჩენკოსა და მის მოადგილეს ოლეგ სვირიდენკოს, ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის ძმისშვილებს, ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. "გუბერნატორს" მიხაილ რაზვოჟაევს.