სახე დაკარგე, ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფერს შენს ბელადს, - უთხრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს.
"შენს ბელადს დაემსგავსე ყველაფერით, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის", - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.