უკრაინამ გერმანიიდან უკვე მიიღო 3 თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard-ი. განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
"დღეს ოფიციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან პირველი სამი Gepard-ი. ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნაც შედის. დღეიდან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვის თქმით, ივლისის ბოლომდე გერმანიისგან კიდევ მოელიან 15 ასეთ საზენიტო დანადგარს.
Gepard-ის ტიპის დანადგარები, რომელიც 1970-იანი წლების ტექნიკაა, შეიძლება გამოყენებულ იქნას საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად 3 კმ-ის სიმაღლეზე, ასევე სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა სახის სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთქმედებით.