იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიის პარლამენტის ორივე პალატის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
პრეზიდენტის დეკრეტს პარლამენტის დათხოვნის თაობაზე 21 ივლისს მოეწერა ხელი.
კონსტიტუციის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს "არაუგვიანეს 70 დღისა". ადგილობრივი პრესის ცნობით, იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა 18 ან 25 სექტემბერს ჩატარდეს.
პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებას წინ უსწრებთა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომა.