"ჩვენს უახლეს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა არცერთი ეპიზოდი ამასთან შედარებადიც კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი დაპისპირებისა შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და თავისუფალ სამყაროსთან", - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება, ერთი კაცის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პირადი ინტერესებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატის ფასად.
"იმის ნაცვლად რომ ჩვენ ახლა ნაბიჯებს ვდგამდეთ ჩვენი უსაფრთხოების განსამტკიცებლად, გარე მტრისგან თავის დასაცავად, ჩვენი თავისუფლების დასაცავად, ჩვენს ისტორიულ სივრცეში დაბრუნებისთვის, რასაც თავისუფალი სამყარო ქვია, ეს კაცი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გამო ამ სამყაროს უპირისპირდება და უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.