ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი. ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერში" წერს.
"მივესალმები სანქციების მორიგი პაკეტის დამტკიცებას. ეს არის ძლიერი სიგნალი მოსკოვისთვის: ჩვენ განვახორციელებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
20 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო დაეთანხმა სანქციების შესახებ წინადადებებს, ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
ახალი შემზღუდავი ზომები მოიცავს ექსპორტის კონტროლის გაფართოებას, " სბერბანკის" აქტივების გაყინვას, ასევე ემბარგოს რუსული ოქროს იმპორტზე. ამავდროულად, სანქციების ქვეშ მოექცევა 50-მდე რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი.
ევროკომისიის ინფორმაციი, მეშვიდე პაკეტი ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების წინა 6 პაკეტის მხარდაჭერას, მათი ეფექტურობის გასაზრდელად. კერძოდ, გაძლიერდება კონტროლი რუსეთში მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საქონლი ექსპორტზე.