ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირი მოწადინებულია, საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს კანდიდატი.
"ევროკავშირი მოწადინებულია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამისთვის ქართველმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი მთავრობამ, 12-ვე პუნქტი უნდა შეასრულონ. ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ვაჭრობის ადგილი აქ არ არის", - წერს კრამონი "ტვიტერში".
ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში იმყოფებოა.