დიდი ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას ლიზ ტრასი და რიში სუნაკი გააგრძელებენ.
დღეს გამართული არჩევნების ბოლო რაუნდში მიღებული შედეგების თანახმად, ბრძოლას გამოეთიშა ყოფილი თავდაცვის მდივანი პენი მორდონთ, რომელმაც 105 ხმა მიიღო.
რიში სუნაკი, ყოფილი ხაზინის მდივანი - 137 ხმა
ლიზ ტრასი, საგარეო საკითხთა მდივანი - 113 ხმა
ახლა უკვე, ლიზ ტრასსა და რიში სუნაკს შორის საბოლოო არჩევანს კონსერვატიული პარტიის წევრები გააკეთებენ.
გამარჯვებული გამოცხადდება 5 სექტემბერს, საფოსტო კენჭისყრის შემდეგ, რომელშიც პარტიის 160,000 წევრი მიიღებს.
შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.