ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
საგანგებოდ გამართლ პრესკონფერენციაზე, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.
ამასთან, ჯონსონმა ბრიტანეთიის მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობაც დატოვა.
"ნათელია, "კონსერვატიული პარტიის" სურვილია, რომ უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ბორის ჯონსონის გადადგომა უკავშირდება მორიგ სკანდალს, ამჯერად, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კრინს პინჩერმა, რომელსაც ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სექსუალურად შეავიწროვა ორი მამაკაცი დეპუტატი.
მომხდარის ფონზე, 30 ივნისს პინჩერი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა. ამავდროულად, გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ჯონსონი ინფორმირებული იყო პინჩერის ქმედებების შესახებ წარსულში, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც დანიშნა მაღალ თანამდებობებზე.
5 ივლისს მიცემულ ინტერვიუში, ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა კრის პიჩერის თანამდებობაზე დანიშვნის გამო.