საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილს.
"რატომ წერს საქართველოს პრემიერმინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის უმდიდრესი კაცის სახელით და ამის პარალელურად უგულებელყოფს ევროკავშირის რეფორმების სხვა პუნქტებს? სხვა თუ არაფერი, ეს აჩვენებს იმას, რომ [ღარიბაშვილის] პრიორიტეტია დააყენოს ერთი ძალიან მდიდარი კაცის ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ", - წერს იან კელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 18 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.