"მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებზე ასეთი ჯაშუშობა დასრულდეს... ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის" - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე უცნობის მიერ გასაჯაროებულ, "მთავარი არხის" ჟურნალისტების აუდიოჩანაწერებზე კომენტირებისას საუბრობს.
"ეს ამბავი კიდევ უფრო ცუდ რეპუტაციას უქმნის ამჟამინდელ მთავრობას. რადგან ეს ჩანაწერები გამოაქვეყნეს სახელმწიფო არხებზე. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული. თუ ეს მართლაც ასეა, ეს კრემლის სტილია. რა თქმა უნდა, ეს ხდება სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად უოთერგეითის სკანდალი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამას მოჰყვა გამოძიება და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა. ასე რომ, თუ გამოძიება ჩატარდება, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ჯაშუშობა ჟურნალისტებზე დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის. ყველაფერი, ყველა ეს მოვლენა რომელიც ანგრევს დემოკრატიულ პროცესს, ასევე ანგრევს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. რა თქმა უნდა, ასეა", - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.