ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება, - ასე უპასუხა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლევან ჩხიკვაძის განცხადებას შეეხებოდა.
მოსამართლე ჩხიკვაძემ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს წარმომამადგენელი შეხვდა და "ანგარიში მოსთხოვა.
კელი დეგნანის თქმით, ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.